პირველადი ფორმების აღორძინების შესაბამისად,ამა თუ იმ სიმღერასთან ერთად,ანსამბლი აცოცხლებს იმ ქმედებასა და გარემოებას,რომელთან განუყოფლადაც სრულდებოდა იგი ეთნოგრაფიულ ყოფაში.ანუ სცენაზე ააქვს ეთნომუსიკის თეატრი.ამიტომ თავადაც ეთნომუსიკის თეატრად იწოდება.
"მთიების" შემოქმედება გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებით, რეპერტოარი მოიცავს ყველა კუთხის,მათ შორის საქართველოს დღევანდელ საზღვრებს გარეთ დარჩენილი ისტორიული მხარეების ფოლკლორსაც.
"მთიების" მიზანია საზოგადოებას აჩვენოს და მომავალ თაობას გადასცეს მუსიკალური ფოლკლორი თავისი ბუნებრივი სახით.
No comments:
Post a Comment